ხიხვი

ხიხვი

Regular price
45.00 GEL
Sale price
45.00 GEL
Regular price
Sold out
Unit price
per 
Tax included.

ხიხვი ადგილობრივი ნაკლებად გავრცელებული სტანდარტიზებული ვაზის ჯიშია, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ღვინოს. აგრობიოლოგიური დახასიათებიდან გამომდინარე - ვაზი წარმოიშვა ახმეტის რაიონის ადგილობრივი ტერიტორიიდან.

ღვინო დამზადებულია 100%-ით ხიხვის იშვიათი ვაზის ჯიშის ხელით დაკრეფილი ყურძნისგან, რომელიც მოყვანილია კახეთის რეგიონში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, ალავერდის მონასტრის ტერუარის ბიოსერტიფიცირებულ ვენახში. თავად ტერუარი არის ორი დაცული ადგილწარმოშობის, კახეთისა და ახმეტის ნაწილია. ღვინო მზადდება ჩვეულებრივი კახური წესით ქვევრიში დუღილით, ბუნებრივი საფუარის საშუალებით და ყოველგვარი დანამატის გარეშე. ყურძენი დუღდება და ძველდება ქვევრში 3 თვის განმავლობაში ჭაჭასთან და ექვსი თვის განმავლობაში ვარგდება მასშივე. ნატურალური ქარვისფერი მშრალი ღვინო მდიდარია ფენოლური ნაერთებით, მთრიმლავი ნივთიერებებით და ხასიათდება მაღალი ანტიოქსიდანტური თვისებებით ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდიდან გამომდინარე. კანთან კონტაქტი, ექვსთვიანი მაცერაცია და ქვევრში დაძველება, ძირითადი მახასიათებლებია. ატურალური მშრალი ღვინო ჩამოსხმულია გაუფილტრავად.

ჭაშნიკი:
ხიხვი სავსე და სხეულიანია, რთული ღვინოა, რომელსაც ახასიათებს მინდვრის ყვავილების, ატმის, გარგარის, მშრალი ხილის თაიგულის სასიამოვნო არომატი. ღვინო მდიდარია ტანინებით და აქვს შესანიშნავი ტექსტურა და მდიდარი გემო.

მისაყოლებელი:
ხიხვის სირთულის გამო ეს ღვინო შესანიშნავად უხდება თეთრი ხორცს, ზღვის პროდუქტებსა და თევზს.

მისართმევად: 
მირთმევის რეკომენდებული ტემპერატურაა + 12-14°C. ხიხვის ღვინის მაქსიმალური არომატისა და გემოთი თვისებების გასაგებად გირჩევთ ღვინის დაგემოვნებამდე 20 წუთით ადრე გახსნას და გადასხმას.
ქართული ka