ორგანული ნატურალური მეღვინეობა ახმეტაში
ორგანული მეღვინეობა და მევენახეობა კახეთში ახმეტაში
ჩვენ ”ახმეტას ღვინის სახლი”, ბუნებრივი ღვინის ასოციაციის წევრი, ორგანული მეურნეობასა და ბუნებრივი ღვინის წარმოებას ვეწევით 2014 წლიდან. ამავდროულად CAUCASCERT -ის ბენეფიციარები ვართ, ეს ორგანიზაცია მომხმარებლებს სთავაზობს ორგანულ პროდუქტების BIO სერტიფიცირებას, მათი სერთიფიკატი კანონიერად არის აღიარებული საქართველოში, ევროკავშირსა და შვეიცარიაში. შპს CAUCASCERT უკვე აკრედიტირებულია გერმანიის აკრედიტაციის ორგანოს DAkkS- ის ISO-17065 შესაბამისად, იგი შესულია მესამე ქვეყნის ეკვივალენტური ორგანული სასერთიფიკატო სააგენტოების ჩამონათვალში (გთხოვთ, იხილოთ EC რეგულაციით 1330/2016). 2019 წლიდან ჩვენი ვენახები ბიო სერტიფიცირებულია. ხოლო 2020 წლის მოსავლიდან მიღებული ღვინოც BIO სერთიფიცირებული იქნება (http://caucascert.ge/ge/operators/operators-register).
ახმეტა გამოირჩევა შესანიშნავი მიკრო კლიმატით, რომელიც უზრუნველყოფს ყურძნის სრულყოფილი განვითარების პირობებს. ჩვენი მწვანე კახურის და რქაწითელის ვენახები მდებარეობს 3 მდინარის - ილტოს, ალაზანისა და ორვილის გასწვრივ ახმეტის მიმდებარედ. 2015 წელს "საფერავის", "ხიხვის" და "ქისის" ვენახები გავაშენეთ ალავერდის მონასტრის მიმდებარედ და პირველი მოსავალიც უკვე მოვიწიეთ. მიირთვით ჩინებული ღვინო ახმეტიდან!