ქისი

ქისი

Რეგულარული ფასი
45.00 GEL
Გასაყიდი ფასი
45.00 GEL
Რეგულარული ფასი
Გაყიდულია
Ერთეულის ფასი
თითო 
გადასახადი შედის.

ქისი, მწვანესა და რქაწითელის ბუნებრივი ჰიბრიდია. ღვინის ხარისხით ქისი არ ჩამოუვარდება რქაწითელს და ზოგიერთ წლებში მწვანესაც კი აჭარბებს. ქისი იშვიათი ჯიშია, უფრო ხშირად გვხვდება თელავი-ახმეტის ხაზის მიდამოებში. სუფთა ქისის ღვინო ყოველთვის ღირებულია. სოფლების ახმეტის, ქისტაურის, რუისპირისა და იყალთოს მაღალხარისხოვანი ღვინოები იწარმოებოდა მწვანედან, ქისიდან, ხიხვიდან - ზოგჯერ ცალკე, უფრო ხშირად კი რქაწითელთან შერეული. ადრე ქისი გამოიყენებოდა კახური ტიპის საუკეთესო ხარისხის ღვინის დასაყენებლად, დღესდღეისობით კი ნაკლებად გავრცელებულია და შესაბამისად იშვიათად გამოიყენება ცალკე.

ქისის ღვინო საუცხოოა: კახური მეთოდით ის უფრო ღირებულია; მუქი ჩალისფერი, დამახასიათებელი სასიამოვნო ხილის არომატით: ნაზი, სავსე, საკამათო ღვინო, ჰარმონიული, ხავერდოვანი გემოთი: ეს არის ღვინის ეტალონი. კახურად დაყენებული ქისის ღვინო  მუქი ჩაისფერია, უფრო ძლიერი არომატით და უფრო სრულყოფილი გემოთი გამოირჩევა, ევროპულად დაყენებულ ქისთან შედარებაში.

ჭაშნიკი:
გამორჩეულად ქართული და სუპერ ფანკი, ატმის ჩირის, ფიჭვის, ხმელი ყვავილების, შავი ჩაის, მსხლის არომატით, სავსე სხეულიანი ღვინო.

მისაყოლებელი:
რეკომენდებულია ფრინველის ხორცთან, ზღვის პროდუქტებთან და შემწვარ ბოსტნეულთან, უხდება ნიგვზიან კერძებს, მიირთმევენ ცხელ ან ცივ, ცხარე კერძებსა და სალათებთან ერთად.

მისართევად: 
რეკომენდებული ტემპერატურაა +12-15°С. ქისის ღვინის მაქსიმალური არომატი და გემოვნური თვისებების აღსაქმელად გირჩევთ ღვინის გასინჯვამდე 20 წუთით ადრე გახსნათ
ქართული ka