მწვანე მაღალხარისხოვანი ვაზის ჯიშია, რომელიც სიმწიფის მესამე პერიოდს განეკუთვნება, ძირითადად გაშენებულია კახეთში, იძლევა მაღალი ხარისხის ევროპულ და კახური ტიპის სუფრის ღვინოებს. კახური მეთოდით დამზადებული მწვანე მუქი ჩალისფერია, სავსე, ხორციანი და ენერგიული, ჰარმონიული სასიამოვნო გემოთი, ნაზი, დამახასიათებელი არომატით და ნაზი ხილის არომატით. ძლიერი არომატისა და სინაზის გამო მას მეღვინეები „ქართულ რისლინგს“ უწოდებენ. მწვანე მაღალხარისხოვან ღვინოს იძლევა თელავის, საგარეჯოს, ახმეტის, გურჯაანის რაიონებში და (ნაწილობრივ) სიღნაღში, უმეტესად ნეშომპალა-კარბონატულ, ალუვიურ-კარბონატულ და ალუვიურ-არაკარბონატულ ნიადაგებზე. გამორჩეულად მაღალი ხარისხის მწვანეა ახმეტაში, მანავში, იყალთოში, რუისპირში და სხვა.
ჭაშნიკი:
ყვითელი ჩალისფერი ღვინო ოქროსფერი ანარეკლებით, ინტენსიური ხილის არომატებით, მინდვრის ყვავილების, გამხმარი ფოთლებისა და ბალახების შეგრძნებებით სავსე, რომელიც გამდიდრებულია მინდვრის მარწყვის არომატით. გამოირჩევა მხიარული და სასიამონო მჟავიანობით და ჰარმონიული დახარისხებული გემოთი.
მისაყოლებელი:
ის ლამაზად უხდება საქონლისა და ღორის ხორცს, ასევე ცხარე კერძებს. ასევე, გემო საუკეთესოდ მიიღება შემწვარი ქათმის ან ინდაურის, სხვადასხვა სახეობის სალათებით და შემწვარი ბოსტნეულით.
მისართმევად:
რეკომენდებული ტემპერატურაა +12-15°С. ღვინის მაქსიმალური არომატი და გემოვნური თვისებების აღსაქმელად, გირჩევთ გახსნათ და დაასხით ღვინო გასინჯვამდე 20 წუთით ადრე.