რქაწითელი

რქაწითელი

Regular price
45.00 GEL
Sale price
45.00 GEL
Regular price
Sold out
Unit price
per 
Tax included.

რქაწითელი კახეთში ყველაზე დიდ ფართობებს იკავებს და უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის პროდუქციას, როგორც ევროპული ასევე კახური ტიპის ღვინოების დასამზადებლად, ასევე იძლევა არაჩვეულებრივ დესერტულ ღვინოებს. რქაწითელი კახეთის ადგილობრივი ვაზის ჯიშია. სათავეს იღებს ალაზნის ხეობის მოშინაურებული სახეობებიდან. ალაზნის მარჯვენა ნაპირზე, კერძოდ მის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ახმეტის ზონაში კაშკაშა ჩაისფერ მომწვანო, ნაზი, ევროპული ტიპის მსუბუქ ღვინოები დგება.
  ღვინო დამზადებულია ხელით დაკრეფილი ყურძნისგან, კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, საბეროს ტერუარზე, ბიოსერტიფიცირებულ ვენახიდან მიღებული მოსავლით. ეს ადგილმდებარეობა ორი დაცული ადგილწარმოშობის კახეთისა და ახმეტის ნაწილია. ღვინო მზადდება კახური ტრადიციით, ქვევრის ს დაყენებით ჭაჭასთან ხანგრძლივი კონტაქტით. დუღილი ბუნებრივი საფუარს მიჰყავს, ყოველგვარი დანამატის გარეშე. ყურძენი დუღდება, ინახება და ძველდება ქვევრში 3 თვის განმავლობაში ჭაჭასთან კონტაქტით და შემდგომ ექვსი თვის განმავლობაში დალუქულ ქვერში დავარგება მიმდინარეობს. 

ჭაშნიკი:
ეს ქვევრის კახური ტიპის რქაწითელის ღვინო ხასიათდება ღია ჩალისფერი შეფერილობით, ოდნავ გამჭვირვალე და სასიამოვნო დახარისხებული არომატით, ის გამოირჩევა ლეღვის ჩირის, მოხალული კაკლის, მინდვრის ყვავილების სპეციფიკური არომატით, გემო ჰარმონიული, სავსე და ხალისიანი აქვს. ცხვირი ინტენსიურია, თეთრი ხილის არომატით და ბალახოვანი არომატით, პირი რთული და მინერალურია, სრულდება ბალახოვანი არომატით და ახალი ტანინებით. ღვინო მდიდარია ფენოლური ნაერთებითა და ტანინებით. ქვევრის დამზადების სპეციფიკური ქართული ტექნოლოგიის გამო ხასიათდება მაღალი ანტიოქსიდანტური თვისებებით. შესაძლებელია მცირე კეთილშობილური ნალექის წარმოქმნა.

მისაყოლებელი:
ღვინო შესანიშნავად უხდება დასავლურ სამზარეულოს, განსაკუთრებით ზღვის პროდუქტებს, იხვს და სხვადასხვა სალათებს.

მისართმევად: 
რეკომენდებული ტემპერატურაა +12-15°С. რქაწითელის ღვინის მაქსიმალური არომატისა და გემური თვისებების აღსაქმელად, გირჩევთ გახსნათ და დაასხით ღვინო გასინჯვამდე 20 წუთით ადრე.
ქართული ka